25 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანმა გაიღვიძა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანმა გაიღვიძა. აგუნგის კრატერიდან უკვე ცეცხლოვანი ლავა იფრქვევა. აგუნგის სიახლოვეს მდებარე დასახლებები ვულკანურმა ფერფლმა დაფარა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ვითარება ადგილობრივებს და ტურისტებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე რეგიონებიდან ევაკუაცია მაინც გამოაცხადა.

ვულკანური ფერფლი 1500 მეტრის სიმაღლეზე გავრცელდა, რის გამოც შეფერხდა ავიამიმოსვლა. ბალის აეროპორტმა ათობით საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი გააუქმეს. მოსაცდელ დარბაზებში 2 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი.

დღის ამბები