25 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
განგაშის უმაღლესი დონე - კუნძულ ბალიზე ვულკანი ამოქმედდა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე განგაშის უმაღლესი - მეოთხე დონე გამოცხადდა. მიზეზი ვულკანის ამოქმედება გახდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა 10 კილომეტრამდე გაზარდა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას 40 ათასამდე ადამიანია გადაყვანილი.

კრატერიდან ამოსული ფერფლი და კვამლი თითქმის 4 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ბალის საერთაშორისო აეროპორტი.

გადაიდო 450-მდე რეისი, დაზარალებულ მგზავრთა რაოდენობა კი 60 ათასს აღწევს. ვულკანმა ინდონეზიაში გასულ კვირას გაიღვიძა. სპეციალისტების შეფასებით, მისი ამოფრქვევა გარდაუვალია.

დღის ამბები