17 ოქტომბერი 2021,   11:19
ვრცლად
ესპანეთში დაკავებულ 23 პირს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის, კახაბერ შუშანაშვილის მეუღლეა

ესპანეთის პოლიციის მასშტაბური ოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ - დაკავებულია 23 ადამიანი, რომელთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდის, კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე, რომელსაც თვეში ე.წ. ობშიაკში 6 ათასი ევრო შეჰქონდა.

კახაბერ შუშანაშვილის ადვოკატი "კურეირთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ სპეცოპერაციასთან ე.წ. კანონიერ ქურდს კავშირი არ აქვს, ის ესპანეთში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატის, ნანი ფრიდონაშვილის თქმით, შუშანაშვილის მეუღლე  ესპანელმა სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ გასულ წელს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ამ ბრალდებაში, ადვოკატის ცნობით, ის გამართლდა. 

ასევე დაკავებულია ერთ-ერთი ლიდერიც, რომელიც ე.წ "ქურდულ ობშიაკს" განაგებდა. მას მადრიდსა და ბარსელონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კერძო კომპანია და ამ კომპანიის საშუალებით მოპარულ ნივთებს სხვა ქვეყნებში რეალიზაციისთვის აგზავნიდნენ.

ოპერაცია გამთენიისას დაიწყო და 13 მისამართზე ერთდროულად ჩატარდა.

გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილები კახა შუშანაშვილის დაჯგუფების წევრები არიან. მათ ბინების ძარცვა და ფულის გათეთრება ბრალდებათ.

ესპანური პრესა წერს, რომ დღევანდელი ოპერაცია კატალონიაში მოქმედი ქართული მაფიისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 23 დაკავებულიდან საქართველოს მოქალაქეა 19. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები