23 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
"გორგიას" მფლობელის მეუღლე, რომელიც გატაცების დამკვეთად მოიაზრებოდა, ბრალდებულთა შორის არ აღმოჩნდა-სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო

„გორგიას“ დამფუძნებლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები წარადგინეს.  

ადვოკატები და პროკურორები ორი მტკიცებულების გამო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს- ესენია იარაღი, ნიღბები და პარიკები, რომლებზეც დე ენ ემ-ის კვალი არ არის და ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლის სრულ ვერსიასაც პროკურატურა არ ასაჯაროებს.

თავად ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

გარდა ამისა, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება ყავდათ თუ არა დანაშაულს დამკვეთი. გამოძიების საწყის ეტაპზე იყო ვერსია რომ ბრალდებულები შესაძლოა გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლის დავალებით მოქმედებდნენ, შუამავალი კი ნინო დარსალიას მეგობარი ლალი ეგაძე იყო. ორივე ქალბატონი ბრალდების მოწმეთა ჩამონათვალშია, თუმცა საქმის პროკურორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულთა გარდა სხვა პირის ბრალეულობის საკითხს გამოკვეთილი არაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები