18 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
თურქეთში ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 50 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 50 ეჭვმიტანილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპატიმრებულთა შორის ყოფილი სამხედრო მფრინავები და სასულიერო პირებიც არიან.

ესკი-შეჰირის პროვინციის პროკურატურამ დაკავების ორდერი სულ 66 ეჭვმიტანილზე გასცა. 16 მათგანის აყვანის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს და მის ექსტრადირებას მოითხოვს.

დღის ამბები