20 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა სახის არეში ყოფილი ცოლი დაჭრა და პოლიციის მიმართულებით ისროლა

დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა პატრულისა და ყოფილი მეუღლის მისამართით ისროლა, რის შედეგადაც ქალი სახის არეში დაიჭრა. სამართალდამცველებმა საპასუხო სროლა განახორცილეს, რის შედეგადაც მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო. 

"შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები