23 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
დაჭრა ლუბლიანას ქუჩაზე - ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა

ცეცხლსასროლი იარაღიდან სახის არეში მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ყოფილი მეუღლე დაუპირისპირდა. შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა. ასევე საავადმყოფოშია მოთავსებული თავად თავდამსხმელი. ის სამართალდამცველებმა საპასუხო სროლის დროს დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. 

ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. მამაკაცმა ჯერ ადგილზე გამოძახებული პატრულის თანამშრომლებს ესროლა, რასაც ყოფილი მეუღლის მისამართით გასროლა მოჰყვა. საპასუხოდ ისროლეს სამართალდამცველებმაც, რის შედეგადაც მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ლუბლიანას ქუჩაზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები