17 ოქტომბერი 2021,   14:25
ვრცლად
სროლა ლუბლიანას ქუჩაზე - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე განხორციელებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,"- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა პატრულისა და ყოფილი მეუღლის მისამართით ისროლა, რის შედეგადაც ქალი სახის არეში დაიჭრა. სამართალდამცველებმა საპასუხო სროლა განახორცილეს, რის შედეგადაც მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები