06 დეკემბერი 2024,   08:49
ვრცლად
უკრაინიდან დეპორტირებული ვანო ნადირაძე უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს

უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე დააკავეს. 

ნადირაძე ორი კვირის წინ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე უკრაინაში უკანონოდ დაბრუნებას მოლდოვის ტერიტორიიდან გეგმავდა და ის საზღვრიდან 20 მეტრის დაშორებით დააკავეს.

უწყების ცნობითვე, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის აღსაკვეთად ორი ქვეყნის მესაზღვრეები კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღიძრა, რომელიც სასამართლოს გადაეგზავნება.

ვანო ნადირაძის დეპორტაცია უკრაინიდან 17 ნოემბერს საქართველოს 7 მოქალაქესთან ერთად განხორციელდა. 

დღის ამბები