19 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
„შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება“ - კრამერის წიგნი ქართულად ითარგმნა

„შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება“- ასე ჰქვია დევიდ კრამერის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც მწერალთა სახლში გაიმართა. წიგნი პირველად ითარგმნა ქართულად და გამოიცა ორენოვანი ვერსია.

ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აგვისტოს ომს და ყველა იმ მოვლენას, რომელიც ამ ომს წინ უძღვოდა. ასევე, საუბარია საფრთხეებზე, რომელიც მსოფლიოს პუტინის რეჟიმისგან ემუქრება.

წიგნი მკითხველებს ავტორმა თავად წარუდგინა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერების გზებსა და ვლადიმერ პუტინის მმართველობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები