20 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
ფრაქცია „ქართული ოცნება“ იშლება

„ქართული ოცნების“ ნაცვლად, პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნება. იმის შესახებ, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება იყო, საპარლამენტო კულუარებში უკვე ერთი თვეა, საუბრობენ, თუმცა ახალი ფრააქციების შექმნის შესახებ ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ საღამოს დაადასტურა. მისი თქმით, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. 

„კურიერის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ერთ-ერთ ახალ ფრაქციას ბოლო დღეებში პრემიერმინისტრთან დაპირისპირებული გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარი, ბიძინა გეგიძე შექმნის.

ასევე ფრაქციების შესაძლო ხელმძღვანელებად სახელდებიან ბექა ნაცვლიშვილი და გოჩა ენუქიძე, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარების გუნდს უხელმძღვანელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები