25 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
36 წლის მამაკაცი ჩოხატაურის რაიონიდან გაუჩინარდა - ოჯახი სამართალდამცველებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

36 წლის ოთარ ძირყვაძე ჩოხატაურის რაიონიდან გაუჩინარდა. უკვე მე-17 დღეა, მას ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებენ. ბოლოს, ის ფარცხნარიდან სოფელ გავარში თხილის ჩასაბარებლად წავიდა.

აღებული თანხა ოჯახს გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ბათუმში მიდიოდა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ოთარ ძირყვაძის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ აჭარის სამმართველო მათ გურიაში ამისამართებს, გურია კი, პირიქით, - აჭარაში.

ოთარ ძირყვაძის ოჯახი ხელისუფლებას და სამართალდამცველებს 36 წლის მამაკაცის ძებნის პროცესში დახმარებას სთხოვს.

 

დღის ამბები