19 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
კომერციული რეკლამების განთავსება საზოგადოებრივ მაუწყებელზე - გიორგი მგელაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის 50 მილიონზე მეტი ლარი, რასაც იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად საკმარისია, რომ ბევრად უკეთესი ტელევიზია კეთდებოდეს,“ - ეს განცხადება სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ, საზოგადოებრივ მაუწყებლის კანონში შესატან ცვლილებებზე გააკეთა.

კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებელს კომერციული რეკლამების განთავსების უფლება ეძლევა.

მისი თქმით, გაეროს პროექტის ფარგლებში ქარტიის საბჭოს პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნების პერიოდში მიკერძოებული იყო, კერძოდ კი, კახი კალაძის მიმართ.

„თვით უმრავლესობით დაკომპლექტებულმა დარგობრივმა კომიტეტმაც კი ჩააგდო საკითხი, ასეთი ლუსტრაცია კონკრეტულ საკითხზე, მგონია, რომ აქამდე იშვიათად მომხდარა, როცა უმრავლესობამ კბილებით გაიტანა ცვლილება, რომელსაც მისი გუნდის შიგნითაც კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა,“ - განაცხადა გიორგი მგელაძემ.

მგელაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ჩართულობა, მათ შორის, ვეტოს დადება, გარკვეულ შედეგს მოიტანს.

დღის ამბები