19 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ხობში დაკარგულ 70 წლის მამაკაცს ეძებენ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგულ 70 წლის მამაკაცს ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, ის სახლიდან 2 დღის წინ სამსახურში წავიდა და მას შემდეგ მასთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცმა მის ნაცნობთან ივახშმა და იქაურობა არაფხიზელ მდგომარეობაში დატოვა. სწორედ იქ იკარგება მისი კვალიც.

ზაურ ხურცია სოფელ შავღელეში ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავები საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ძებნაში ჩართულია სამაშველო სამსახურიც.

დღის ამბები