სპეციალურ პროკურორ რობერტ მალერს ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების გამოძიების საქმეში დოკუმენტაციის უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც პრეზიდენტის იურიდიული გუნდის წევრმა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტებში გაგზავნა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ სპეცპროკურორმა ტრამპის თანაშემწეევის მიერ გარდამავალ პერიოდში გაგზავნილი ათასობით ელექტრონული წერილი მესამე პირისგან მიიღო, რაც კანონდარღვევაა.