07 დეკემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ყაჩაღობის მცდელობა წერეთლის "საქართველოს ბანკის" ფილიალში

თბილისში, წერეთელზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღება სცადეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ბანკის შენობაში კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამართალდამცავები მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

ამავე ფილიალის დაყაჩაღება რამდენიმე თვის წინ სცადეს, რაც დაყაჩაღების მიზნით შეჭრილი პირის თვითმკვლელობით დასრულდა. პოლიციამ თავდამსხმელს დამორჩილებისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მან გასროლა საკუთარი თავის მისამართით განახორციელა. 30 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები