30 სექტემბერი 2024,   09:21
ვრცლად
თვითმმართველობის რეფორმა არ წარმოადგენდა წინ გადადგმულ ნაბიჯს - მიხეილ ბენიძე

შვიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ორი კვლევის შედეგების გასაჯაროებას გეგმავს დღეს მესამე სექტორი.

„ახალგაზრდა იურისტები“ და „სამართლიანი არჩევნები“ რეფორმის ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, რეფორმის საჭიროების შესახებ წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი მისაღები არ არის.

„რეფორმა რეალურად არ წარმოადგენდა რეფორმას და არ წარმოადგენდა წინ გადადგმულ ნაბიჯს. სამწუხაროდ, პრაქტიკულად ვერცერთი ის არგუმენტი, რაც წარმოდგენილი იყო, ვერ უძლებს კრიტიკას,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები