რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ქსენია სობჩაკის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს. ცნობილი ტელეწამყვანი არჩევნებში მონაწილეობას პარტია სამოქალაქო ინიციატივის სახელით მიიღებს.
პარტიის ყრილობაზე სობჩაკმა 123-პუნქტიანი სამოქმედო პროგრამა წარადგინა. ის რუსეთის მთავარ პრობლემად კორუფციას ასახელებს.
რაც შეეხება ანექსირებულ ყირიმს, ქსენია სობჩაკი ნახევარკუნძულზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა.