23 აპრილი 2024,   18:57
ვრცლად
ბეთლემში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია არეულობაში გადაიზარდა

ბეთლემში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია არეულობაში გადაიზარდა.

ქუჩაში გამოსული პალესტინელი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სანტა-კლაუსის ფორმა ეცვა, ვაშინგტონის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მომიტინგეები ისრაელის არმიის სამხედროებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ჯარისკაცებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

იერუსალიმის სტატუსის გამო დაწყებულ შეტაკებებს გუშინ ღაზის სექტორში 2 ადამიანიც ემსხვერპლა.

დღის ამბები