20 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
ახალი ზელანდიის შემდეგ, ახალი წელი უკვე ავსტრალიაშიც იზეიმეს

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე პირველი იანვარია. ახალ წელს უკვე ზეიმობენ ავსტრალიის რეგიონებში. ქვეყნის დიდ ქალაქებში მელბურნში, სიდნეისა და კანბერაში კი 2018 წელს ერთი საათის წინ შეეგებნენ.

ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სანახაობა, ტრადიციულად, სიდნეიში გაიმართა. ახალი წლის დადგომისთანავე ქალაქის ცა ფოიერვერკმა გაანათა. შთამბეჭდავი შოუ, თითქმის, 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. პიროტექნიკა დამონტაჟებული იყო სიდნეის ნავსადგურში, თაღოვან ხიდზე და ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სანახაობას თვალს ათასობით ადამიანი ადევნებდა, რომლებმაც საუკეთესო ადგილები რამდენიმე საათით ადრე დაიკავეს.

ავსტრალიამდე ორი საათით ადრე ახალი წლის დადგომა ახალ ზელანდიაში იზეიმეს.

2018 წლის პირველივე წამს ოკლენდის "სქაი ტაუერიდან" გრანდიოზული ფოიერვერკი გაუშვეს. სანახაობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რა დროსაც 328 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენიდან 3 ათასზე მეტი ფოიერვერკი გაუშვეს. პიროტექნიკას შენობაზე სპეციალისტები ერთი საათის განმავლობაში ამონტაჟებდნენ, თუმცა საახალწლო სამზადისი ახალ ზელანდიაში 6 თვე მიმდინარეობდა.

ავსტრალიისა და ახალ ზელანდიის გარდა, ახალი წელი უკვე დადგა წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის ერთ-ერთმა პირველებმა კი 2018 წლის დადგომა სამოაში, ტონგასა და კირიბატის რესპუბლიკაში აღნიშნეს.
 

დღის ამბები