25 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
კიმ ჩენ ინიმ ჩრდილოეთ კორეელებს სამხრეთელებთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაავალა

კიმ ჩენ ინიმ ჩრდილოეთ კორეელებს სამხრეთელებთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაავალა.

სახელმწიფო მედიით გავრცელებულ მიმართვაში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დაივიწყოს წარსული, დაასრულოს დაპირისპირება კორეის ნახევარკუნძულზე და მხოლოდ ორი კორეის გაერთიანებაზე იზრუნოს.

მიმართვაში საუბარია ერის შერიგებაზე და ორი კორეის ნებაყოფლობით გაერთიანებაზე.

კიმ ჩენ ინის მიმართვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის დაწყებამდე ორი დღით ადრე გავრცელდა. პირველი მაღალი რანგის შეხვედრა კი 9 იანვარს, სასაზღვრო ქალაქში უნდა გაიმართოს.

დღის ამბები