24 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.

უკვე სამ თვეზე მეტია, ქვეყანა ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებენ. ანგელა მერკელი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ლიბერალებთან  და მწვანეთა პარტიასთან კოალიცია ვერ შექმნა, მან დიალოგი 2 სხვა პოლიტიკურ ძალასთან დაიწყო. ესენი არიან ქრისტიან სოციალურ გაერთიანება და სოციალ-დემოკრატები. მათთან კოალიცია არის ერთადერთი შანსი ანგელა მერკელისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ეყოლება.

კონსულტაციები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. წარუმატებლობის შემთხვევაში, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

დღის ამბები