18 აპრილი 2024,   06:07
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა - დაღუპულია 8 ადამიანი

ლიბიის სანაპიროსთან ღია ზღვაში არალეგალი მიგრანტების კიდევ ერთი ნავი გადაბრუნდა და შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

ნავი იტალიის სანაპირო დაცვამ თვითმფრინავიდან შენიშნა, თუმცა, ადგილზე მისულმა მაშველებმა 8 ადამიანის გადარჩენა ვეღარ მოასწრეს. სულ კი წყლიდან 84 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.

გადარჩენილები იტალიაში არალეგალთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

დღის ამბები