24 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
მასშტაბური სამაშველო ოპერაცია აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში - ერთმანეთს ნავთობით დატვირთული ტანკერი და სატვირთო გემი შეეჯახა 

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ერთმანეთს ნავთობით დატვირთული ტანკერი და სატვირთო გემი შეეჯახა.

ინცინდენტის შემდეგ ტანკერი გადაბრუნდა და ცეცხლი მოედო. მისი ეკიპაჟის 32 წევრი დაკარგულად მიიჩნევა. მათგან 30 ირანის მოქალაქეა, ორი კი - ბანგლადეშის.

უბედურ შემთხვევას 21 ადამიანი გადაურჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჩინური სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრები არიან.

ტანკერი პანამაში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიას მიეკუთვნება. ხომალდს ირანიდან სამხრეთ კორეიაში 136 ტონა საწვავი გადაჰქონდა.

არსებობს წყლის დაბინძურების სერიოზული საფრთხე, რის გამოც ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფიც გაიგზავნება. სამაშველო ოპერაციაში 8 ხომალდი და ავიაციაა ჩართული.

დღის ამბები