24 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
ესპანეთის ცენტრალური მაგისტრალები, უამინდობის გამო, პარალიზებულია

ესპანეთის ცენტრალური მაგისტრალები, უამინდობის გამო, პარალიზებულია.

მადრიდი-სეგოვიას დამაკავშირებელი გზა, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო, ჩაიკეტა. 70-კილომეტრიან მონაკვეთზე ასობით ადამიანია ჩარჩენილი. მათ დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებთან ერთად, სამხედრო ქვედანაყოფებიც გაიგზავნა.

გამწმენდი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, ძლიერი ნალექის გამო, გზებზე ისევ თოვლი დებს და იყინება. მეტეოროლოგების პროგნოზით, ესპანეთის ცენტრალურ რეგიონში უამინდობა მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია, ამიტომ სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები