ბრაზილიელი მოცეკვავეები რიოს გრანდიოზული კარნავალისთვის ემზადებიან.
წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფესტივალის დაწყებამდე 1 თვე რჩება, თუმცა სამბას მოცეკვავეებმა და მუსიკოსებმა ქალაქის მთავარი ქუჩა უკვე დაიკავეს.
სამბას 13-მა წამყვანმა სკოლამ რიოს ქუჩებში საკარნავალო მსვლელობა მოაწყო, რის შემდეგაც მათ კოპა-კაბანას სანაპიროზე ცნობილი ბენდების მონაწილეობით უკვე შოუ კონცერტი გამართეს.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, აღლუმი კარნავალის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და სამბას სკოლებს დაფინანსების მოზიდვაში დაეხმარება.
რიოს ცნობილი კარნავალი კი 9 თებერვალს დაიწყება და 14-მდე გაგრძელდება.