27 ნოემბერი 2020,   10:23
ვრცლად
ხანძარი "ტრამპ თაუერში" - ხანძრის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი

ხანძარი ნიუ-იორკის „ტრამპ ტაუერში“ - ცეცხლი 58-სართულიანი ცათამბჯენის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.

ამ დროის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა მოკლე ჩართვა გამხდარიყო.

ინციდენტის დროს პრეზიდენტი ტრამპი, ოჯახის წევრებთან ერთად, ვაშინგტონში იმყოფებოდა. არჩევნებში გამარჯვებამდე დონალდ ტრამპი სწორედ ამ შენობაში ცხოვრობდა.

დღის ამბები