26 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ანატოლი ბიბილოვი პოლიგონზე იმყოფებოდა, სადაც პრორუსი სეპარატისტები წვრთნას გადიან.

ბიბილოვმა სამხედროებს საჩუქრად ზამთრის ფორმები და პროდუქტები გადასცა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ერთ-ერთი ბატალიონის წევრებსაც შეხვდა, რომლის რიგებშიც ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან წასული მოხალისეებიც იბრძვიან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობა დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ერთობლივ სწავლებასაც გეგმავს.

დღის ამბები