20 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში მინისტრთა ნაწილმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ასახელებს. საგანგებო სხდომა ტერეზა მეის რეზიდენციაში მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ პოსტებს ინარჩუნებენ საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები, თუმცა თანამდებობა დატოვა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ მატრიკ მაკლოჰ ლინმა. პარტიის ახალ ლიდერად მინისტრი მიგრაციის საკითხებში ბრენდონ ლუისი დაინიშნა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადგა მინისტრმა ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებშიც. ვაკანტური დარჩა ბრიტანეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაც.

დღის ამბები