20 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
20 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს

ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული ნახეს. დავით ტორიაშვილის ცხედარს სამართლდამცველებმა ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა, 10 დღის წინ დაიკარგა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ადგილზე ახალგაზრდა ახსოვთ, რადგან ის მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა. "კურიერის" ინფორმაციით, არსებობს ეჭვმიტანილი, რომელიც მიმალვაშია. მომხდარის მოტივზე ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ახლობლები არ საუბრობენ.

დღის ამბები