წინასასამართლო სხდომა იმართება დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე. მხარეებმა არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.
დაცვის მხარე არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული პატიმრობის, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს და სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.
"მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის გაურკვეველი, საზოგადოებას აწუხებს ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელზეც ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს," - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
რაც შეეხება ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.