20 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
19 წლის დავით ტორიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე 6 პირი დააკავეს

19 წლის დავით ტორიაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.

მკვლელობაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო. 

მეზვრიშვილის განცხადებით, ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ფაქტის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულებს 2-დან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, არ არის გამორიცხული რომ გაიზარდოს დანაშაულში კავშირში მყოფი პირთა წრე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები