20 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილე ოჯახური ძალადობის ფაქტებს ეხმაურება

ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებული პირის საქმესთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. მაგდალენა გოშხეთელიანის მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ მას და მის მამას ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ოჯახმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, უწყება ოჯახური ძალადობის შემთხვევების წინააღმდეგ მომავალშიც ოპერატიულად იმოქმედებს.

„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად დღეს მოძალადე იმყოფება პატიმრობაში. ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის შსს-ს პრიორიტეტი, ერთ-ერთი უმთავრესი და როგორც ამ ფაქტზე, ყოველ შემდგომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ობიექტურები და იმავდროულად, მაქსიმალურად, მკაცრები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი ოცი ათასი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაკავებულის მამამ კი განაცხადა, რომ მის შვილს პროვოკაცია მოუწყვეს და ამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს.  

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, უწყება ოჯახური ძალადობის შემთხვევების წინააღმდეგ მომავალშიც ოპერატიულად იმოქმედებს.

 

დღის ამბები