24 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
საგუშაგოზე გარდაცვლილი 19 წლის ბექა რუსიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბექა რუსიას საქმის განხილვა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წვევამდელი ბექა რუსია სამი თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, მეორე მოსამსახურეს, დავით ჯალაღონიას იარაღი გაუვარდა. თუმცა, ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.

ისინი მომხდარში საგუშაგოს უფროსს ადანაშაულებენ. ოჯახის წევრების თქმით, რეალურ მკვლელს პროკურატურა მფარველობს

დღის ამბები