23 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.

"რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის,"- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები