19 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
რუსეთის სკოლებში მომხდარი თავდასხმები შესაძლოა, კომპიუტერულ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს

თავდასხმა რუსეთის სკოლებში - ბოლო პერიოდში რუსეთის სკოლებში მომხდარი თავდასხმები შესაძლოა, კომპიუტერულ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს. ამ ვერსიაზე გამოძიებამ მუშაობა უკვე დაიწყო.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელები დავალებებს სწორედ სოციალური ქსელიდან იღებდნენ.

ბოლო შემთხვევა ციმბირის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი საკლასო ოთახში შეიჭრა და 7 ადამიანი დაჭრა. 6 მოსწავლეა, ერთი კი პედაგოგი.

დაკავების დროს ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა და საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა ის გადარჩა და ამ დროისთვის საავადმყოფოშია.

დღის ამბები