25 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
"ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა" - მამუკა ბახტაძე

ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტაცია პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წლის ფისკალური წელი დადებითი დინამიკით დასრულდა და სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ხარჯვითი, ასევე საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით ხაზინაში 12%-ით მეტი თანხა შევიდა. დაგეგმილი 3,5 % ნაცვლად, ბიუჯეტის დეფიციტმა 3% შეადგინა.

„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით გვაქვს თითქმის 12 პროცენტით,“ - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები