20 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
რესტორან "აღაში" მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულ მომღერალს ბრალი დაუმძიმდა

რესტორან "აღაში" მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე  ბრალდებულ მომღერალს ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისმობს, თუმცა დღეს, როცა ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, ცნობილი გახდა, რომ მუსიკოს საბა სამუშიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლს ედავება - 117-ე, 118-ე და 239-ე მუხლები. 

საბა სამუშიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღაირებს.

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორანში დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით ორი დღის წინ დასრულდა. რესტორანში მიწვეულმა მომღერალმა სუფრის სამი წევრი დაჭრა. 

მომღერალ საბა სამუშიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. "კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 

დღის ამბები