20 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
უკრაინული მედია პეტრო პოროშენკოს და მისი ოჯახის წევრებს ყალბი საბუთების გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინული მედია პეტრო პოროშენკოს და მისი ოჯახის წევრებს ყალბი საბუთების გამოყენებაში ადანაშაულებს.

გამოცემა სტრანა სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლოდ მალდივის კუნძულებზე ყალბი პასპორტებით გაემგზავრა.

წყაროს ცნობით, ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები პოროშენკოს და ოჯახის წევრებს უსაფრთხოების სამსახურმა დაუმზადა. ეს-ბე-უს ამ თხოვნით უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა და მოტივად პრეზიდენტის მისამართით არსებული მუქარის შემცველი გზავნილები დაასახელა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ იმ თვითმფრინავის რეისზე, რომლითაც პოროშენკომ, ოჯახის 9 წევრთან ერთად, მალდივის კუნძულებზე იმგზავრა. მგზავრები სხვა სახელებით იყვნენ დარეგისტრირებულები. ფრენა 188 ათასი დოლარი დაჯდა, ხოლო მთლიანად დასვენების ხარჯებმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა.

დღის ამბები