16 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის ერთ-ერთი ქალაქი დაბომბეს

სარაკეტო იერიშის შედეგად თურქეთში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამთენიისას ქალაქი კილისი დაიბომბა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

საცხოვრებელ კვარტალში 4 ჭურვი ჩამოვარდა. სამი ჭურვი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, ერთი კი ქალაქის ცენტრში, ქუჩაში აფეთქდა.

თურქი სამართალდამცველების განცხადებით, ჭურვები სირიის ტერიტორიიდან გაუშვეს.

ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ სარაკეტო იერიში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიაში დაწყებული ოპერაციის საპასუხო ნაბიჯი იყოს. 

დღის ამბები