23 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
სასამართლომ „ტერაბანკს“ 500 ათას დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა, ფილიალის დირექტორს კი 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტერაბანკის“ ერთ-ერთი მომხმარებლის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბანკს 500 ათას დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა, ფილიალის დირექტორს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დავა მომხმარებელმა მისი ანაბრიდან 740 ათასი ამერიკული დოლარის გაქრობის გამო დაიწყო.

ბანკის იურისტებს კი პრეტენზია აქვთ სამართალწარმოების ნაწილში, რადგან აცხადებენ, რომ მათი მთავარი არგუმენტი, რომ მომხმარებელსა და ბანკის ფილიალის დირექტორს შორის მოხდა გარიგება, გამოძიებამ არ განიხილა.

პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ორივე მხარე გეგმავს.

დღის ამბები