20 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
კეისი აფლეკმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი თქვა

კეისი აფლეკმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მიზეზი სექსუალური შევიწროების ბრალდებები გახდა. მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ორმა ქალმა ჯერ კიდევ 2010 წელს შეიტანა, თუმცა, საქმე სასამართლო განხილვამდე არ მისულა.

მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა და ორივე მომჩივანთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. 8 წლის წინანდელი სკანდალი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კეისი აფლეკის მოწინააღმდეგეებმა ინტერნეტ-პეტიცია შეადგინეს და კინოაკადემიას მსახიობისთვის ცერემონიაში მონაწილეობის აკრძალვა მოსთხოვეს.

ტრადიციის თანახმად, გასული წელს ოსკარით დაჯილდოვებულ მსახიობს, წელს ოსკარის ქანდაკება წლის საუკეთესო ქალი მსახიობისთვის უნდა გადაეცა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც პეტიციას 20 ათასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი, აფლეკმა ცერემონიაში მონაწილეობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი.

დღის ამბები