19 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს - ექსპერტების ვარაუდით, კომპანიების გაერთიანებამ შესაძლოა, მომხმარებლის ინტერესებს საფრთხე შეუქმნას

„სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ ყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანიების რაოდენობა მცირდება. გარიგების ღირებულება 153 მილიონი აშშ დოლარია.

გაერთიანების შედეგად „სილქნეტის“ ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირს “ჯეოსელის” მობილურ სერვისები დაემატება.

ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, ორი დიდი კომპანიის გაერთიანებას მოჰყვეს. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის შემცირებამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა გამოიწვიოს. ბაზრის დაცვა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიას მოუწევს, იქამდე კი უწყება იმსჯელებს, მისცეს თუ არა თანხმობა კომპანიებს გაერთიანებისთვის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების გაერთიანებაზე დათანხმდება.

ქვეყნიდან მსხვილი უცხოური ინვესტორის გასვლას ექსპერტები ნეგატიური მოვლენად მიიჩნევენ. 2016 წელს საქართველოს ბაზარი დატოვა ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა.“ მაშინ „თი ბი სი ბანკმა“ „რესპუბლიკა“ 315 მილიონ ლარად შეიძინა.

საქართველოში 5 001 409 აბონენტია რეგისტრირებული. „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვის შემდეგ მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „სილქნეტის“ აბონენტების წილი 35,3%-მდე გაიზრდება. 39,4%-ით პირველ ადგილზე ისევ „მაგთიკომი“ დარჩება. კომპანია „ბილაინის“ წილი კი 25,2%-ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები