14 ოქტომბერი 2024,   22:35
ვრცლად
„რა ახირებაა ვერ გავიგე... რატომ ვაძლევთ უფლებას იმასაც ვერ ვხვდები,“-აჭარაში ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ

„ხე უნდა იდგეს იქ, სადაც არის,“-ასეთია აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვასთან დაკავშირებით. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ დაუშვებელია ამ მხრივ სახელმწიფო რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მისი ეს ქმედება გამაღიზიანებელია და უკეთესია ამ თანხით გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროს.

მოსახლეობის ნაწილი ინფრასტრუქტურის დაზიანებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ფაქტიურად რომ დავდივარ გურია-აჭარის გზაზე წარმოუდგენლად გადათხრილი, განადგურებული, თუ გზა თუ მიწა ყველაფერი გაოხრებულია. რა ახირებაა ვერ გავიგე. ერთი კაცის ახირებას უნდა შეეწიროს ამდენი წლის ნარგავ-ნათესი? რატომ ვაძლევთ უფლებას იმასაც ვერ ვხვდები,“-აცხადებენ აჭარაში.

ხეების გადარგვასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. გამოკითხულთა მცირე ნაწილს ხეების გადატანის საკითხი საერთოდ არ აინტერესებს.

„ზიდოს კაცო რაც უნდა,“-აცხადებს გამოკითხულთა ნაწილი.

მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილს ურჩევენ ხეების გადარგვის ნაცვლად ყურადღება ხალხზე გადაიტანოს.

ბიძინა ივანიშვილმა ამ დრომდე ასამდე ასწლოვანი გიგანტური ხე გადაიტანა ტერიტორიაზე, რომელსაც თავად დენდროლოგიურ პარკს ეძახის, მოქალაქეები კი თვლიან, რომ ყოფილი პრემიერი ხეებს საკუთარ ეზოში რგავს.

დღის ამბები