25 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
დაჭრილი მე-12 კლასის ორი მოსწავლე კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება

დაჭრილი მე-12 კლასის ორი მოსწავლე კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდათ, თუმცა მათ სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებათ.

რა გახდა ორი არასრულწლოვანის დაჭრის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, მეორე კი სტაციონარში თავად მივიდა.

ორი მოზარდიდან ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები