23 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
ორი მოზარდის დაჭრის საქმე - სამართალდამცველებმა დაჭრილების მეგობარი დაკითხეს

სისხლიან გარჩევას, რომლის შედეგადაც ღამით 2 მოზარდი დაჭრეს, წითელ ბაღთან წინ ურთიერთშელაპრაკება უძღოდა. ცნობილია, რომ მე-12 კლასელებიდან ერთ-ერთი კერძო მასწავლებელთან მიდიოდა, რა დროსაც ის დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები პარალელური კლასელები არიან. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად დაჭრილი მოზარდების მეგობარი, რომელიც ფაქტს შეესწრო, პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. სავარაუდოდ სწორედ მან გადაიყვანა ერთ-ერთი დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

არასრულწლოვანის დაკითხვაზე დასწრება სურდა მის ადვოკატს, თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, მას ამის საშუალება სამართალდამცველებმა დროულად არ მისცეს.

„რა უნდა იფიქრო თუ არა ზეწოლა, თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როდესაც არასრულწლოვან, დაკავებულ პიროვნებას არ ახვედრებენ ადვოკატს,“-განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატს დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები