25 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
ახალი საგამოძიებო ინსტიტუტი - არასამთავრობო ორგანიზაციები სამსახურის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ

ახალი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნას, რომლის მიზანი პოლიციელთა გადაცდომების შესწავლა იქნება, სამოქალაქო სექტორი არამიზნობრივად აფასებს.

არასამთავრობოები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან მას პროკურატურასთან თანამშრომლობის ვალდებულება ექნება.

„ლოგიკას ვერ ვხედავთ, რატომ უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ინსპექტორი ერთად. ეს ჩვენი აზრით გამოიწვევს ინსპექტორის დისკრედიტაციასაც. ამ უწყებაში ჯერჯერობით არა არის გათვალისწინებული ის მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ისეთი დანაშაულების გამოძიებასთან, როგორიც არსი ჩადებები და რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. მისი იურისდიქცია არის ძალიან მცირე,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი გვილავა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, უწყების იურისდიქცია დანაშაულთა საკმაოდ მცირე ჩამონათვალზე ვრცელდება, რაც რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ახალ სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.

დღის ამბები