18 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა. ამ დროისათვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის მანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვებია საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზეც, სადაც მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

დღის ამბები