23 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
FBI-სა და თეთრ სახლს შორის უთანხმოებაა

უთანხმოება FBI-სა და თეთრ სახლს შორის - გამოძიების ფედერალური ბიურო პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც, თითქოს, უწყებაში დონალდ ტრამპის გარემოცვის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას ადასტურებს.

საჯარო განცხადება FBI-მ ამ საკითხზე თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა. მანამდე კი 4-გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროებას მხარი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა დაუჭირა.

 დემოკრატების შეფასებით, მასალის გამოქვეყნება FBI-ში ე.წ. რუსულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ოპონენტების ვარაუდით, თეთრი სახლისთვის გადაცემამდე დოკუმენტი შეცვალეს კიდეც.

დღის ამბები