23 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
რუსული ავიაგამანადგურებელი ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალას ეხმაურება. შავი ზღვის თავზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რუსული "სუ 27" სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც ნეიტრალურ საჰაერო ზონაში იმყოფებოდა.

რუსეთის მტკიცებით კი, თვითმფრინავი მისი საზღვრების სიახლოვეს იყო და ავიაგამანადგურებელი სწორედ ამიტომ გაგზავნეს. ინციდენტი, რომელიც 29 იანვარს მოხდა, 2 საათს და 40 წუთს გაგრძელდა.

ამერიკული მხარის შეფასებით, მომხდარით დასტურდება, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმებს პატივს არ სცემს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი, პენტაგონს მოუწოდებს, ქვეყნის საზღვრებთან მზვერავი თვითმფრინავები აღარ გაგზავნოს.

დღის ამბები